„სოხუმში ვლადიმერ პუტინის ე.წ. ვიზიტი ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციისთვის დიდი სცენარის ნაწილია“ - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. თენგიზ ფხალაძის თქმით, ამერიკის მხარდაჭერა არის პასუხი იმ აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთი საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს მიმართ ახორციელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი რუსეთის ფედერაციას შედეგს ვერ მოუტანს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებლად აღდგება. თენგიზ ფხალაძემ მხარდაჭერის მაგალითად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დაასახელა.