დაღუპული სამხედრო მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

07 აგვისტო 2017, 00:00 2160 ნახვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომარი მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში გადაასვენეს. მდინარი ბებიაშვილს 10 აგვისტოს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში  გუშინ, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.

ქართველი  მშვიდობისმყოფელის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა. დაღუპული სამხედროს ცხედარს საქართველოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთშიც მიაგეს. შეგახსენებთ,  26 წლის ქართველი მეომარი ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტული აქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.  მდინარი ბებიაშვილი  ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრულირებას ახორციელებდა. ქართველი მეომარი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ,,მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ავღანეთში დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში