“დინამო” VS ”სამტრედია”

05 აგვისტო 2017, 00:00 2581 ნახვა

დღეს 21- ე ტურის მე-2 შეხვედრაში ბათუმის ,, დინამო“ რაგბი არენაზე“ მოქმედ ჩემპიონ ,,სამტრედიას“ უმასპინძლებს. არასტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, ბათუმელებმა მესამე წრე კარგად დაიწყეს და გამართული ორი შეხვედრიდან ორივე მოიგეს. ბათუმის ,,დინამო“  27 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს სამტრედიას , გუნდი 39 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება  და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩება. რაგბი არენაზე შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი "აჭარის ტელევიზია" შემოგთავაზებთ.  დღის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც "ტორპედო" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში