ამერიკელი კონგრესმენები ვაზიანში

05 აგვისტო 2017, 00:00 2307 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

დღესვე ვაზიანის სამხედრო აეროპორტში კონგრესმენები „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში მიმდინარე საპარაშუტე ხტომებს დაესწრნენ..აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობა და მხარდაჭერა აღუთქვეს. ამერიკელმა სტუმრებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის ადგილიც მოინახულეს. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლები ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე გამოფენილი, სწავლებაში მონაწილე ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი