დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

05 აგვისტო 2017, 00:00 2922 ნახვა

ავარიის დროს დაშავებული ქალი ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმის რეკომენდაციით დღეს ბინაზე გაეწერებიან. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, მერსედესის მარკის ჯიპი ე.წ ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე ქალს და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში