აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს. მან ხმამაღალი მხარადწერისთვის ქართველი ხალხის სახელით მაიკ პენსს მადლობა გადაუხადა.