''ღირსეული პარტნიორი 2017''

01 აგვისტო 2017, 00:00 2430 ნახვა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, სამხედრო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორობა 2017”-ს დაემთხვა, რომელიც უკვე მესამე დღეა საქართველოში იმართება. სამხედროებს დღეს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. მაიკ პენსის განცხადებით, ის მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა ჯარისკაცებს მიესალმოს და ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები გადასცეს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით,  ახლა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, რისი გამოხატულებაცაა საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლება.

,,ღირსეული პარტნიორობა 2017”-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმაც. გაკეთდა განცხადებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციაზე. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა კი რამდენჯერმე გააკეთა მკაცრი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოში მრავალეროვნული სწავლება  წელს მესამედ ტარდება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა და 2 ათას 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი