ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე

01 აგვისტო 2017, 00:00 1872 ნახვა

ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს. იგი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას გულისხმობს, კონკრეტულად კი გრანტების მიღების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს, რომელიც  რეგიონის  ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა.

სახელისუფლებო ინიციატივას წინა სარჩევნო პიარს უწოდებს ოპოზიცია. ინიციატორები კი  მიიჩნევენ, რომ  ცვლილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას და რეგიონში  სხვადასხვხა მიმართულების განვითარებას. კიდევ ერთი ცვლილება, რომელზეც დღეს იმსჯელეს, ეხება სანქციებს, რომელიც დეპუტატებს კომისიებებისა და პლენარული სხდომების გაცდენის შემთხვევაში გატარდება.

დღესვე უმაღლეს საბჭოს კომისიებში განსახილველად ჩაეშვა მიმდინარე წლის  ბიუჯეტის   ორი კვარტლის შესრულების დოკუმენტი, რომელიც რეგიონის ხელიფლებამ წარადგინა. 

ამავე კატეგორიაში