ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ექიმების განცხადებით, დაშავებულია ორი მოქალაქე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. მორიგე ექიმის ინფორმაციით დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და ამ წუთებში საოპერაციოთ ამზადებენ, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.