შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მესამე საკონცერტო დღე. ჯემიროქვაის შემდეგ მაყურებლის წინაშე ამერიკული ბენდი ''დე ლა სოული'' წარსდგა. ბათუმში ტრიოს ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებმაც საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამის განმავლობაში 20-მდე კომპოზიცია შეასრულეს.
ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ. ''დე ლა სოული'' 1987 წელს შეიქმნა. ჯგუფმა 2006 წელს გრემის ჯილდო მიიღო. ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს დაიწყო და დღეს ბრიტანელი მუსიკოსის ჯოს სტოუნის კონცერტით დასრულდება.