თუშეთის ინტერნეტიზაცია /მთის ამბები/

29 ივლისი 2017, 00:00 5104 ნახვა

ომალო, ზემო და ქვემო დიკლო, შენაქო, ჯვარბოსელი, ხახაბო, გომეწრის ხეობა და ბოჭორნა - თუშეთის  სოფლების მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.  პროექტს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. 

ფოტო: Konstantin Stalinsky    გომეწრის ხეობა

თუშეთის ინტერნეტიზაცია  დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა, რომელმაც 40 ათასი დოლარი გამოყო.  საერთო ჯამში თუშეთის ოცამდე სოფელში იგეგმება ინტერნეტის ჩართვა.  

ფოტო: Konstantin Stalinsky     ინტერნეტის გადამცემი ანძა. გომეწრის ხეობა  ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში.

 

 

 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში