ხანძარი ანტალიაში - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

29 ივლისი 2017, 00:00 2490 ნახვა

ანტალიაში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან_ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად კვამლის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში სულ 14 ადამიანია გადაყვანილი და   მათ შორის ქართველები არ არიან.  

ანტალიის პროვინციის ქალაქ ქემერში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის  რუსეთის 4 და თურქეთის 10 მოქალქეა. ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე სასტუმროს სამზარეულოში მოკლე ჩართვის გამო  გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობას მოედო, ცეცხლმოკიდებული შენობიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი