შეხვედრა საჩინოს მოსახლეობასთან

28 ივლისი 2017, 00:00 2180 ნახვა

ზურაბ პატარაძე სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს,  წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციისთვის კი 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ახალ ქსელში 1000-მდე აბონენტი ჩაერთვება. აგვისტოდან კი  საჩინო - გორჯელაძეების მიმართულებით კილომეტრი და 600 მეტრი მონაკვეთის ასფალტირება დაიწყება.

ამავე კატეგორიაში