ბათუმის სასპორტო სკოლაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი - 2017“, 8, 10,12 და 14 წლის ვაჟებსა და გოგონებს შორის, აღნიშნულ ფესტივალს მოჭადრაკეები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სტუმრობენ. ტურნირი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ბათუმი 2017 28 ივლისს დასრულდება, გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
რეგიონში არსებული ვეტერანთა გაერთიანებების საქმიანობა და სპორტის საკითხებში ვეტერან სპორტმენთა ჩართულობა, რა აწუხებთ და რისი გაკეთების სურვილი აქვთ წარსულში ცნობილ სპორტის მოღვაწეებს, თემის დეტალები ჩვენს სპეციალურ რეპორტაჟში.
ხვალიდან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ფედერაციის მოქმედი მმართველი ალექსანდრე მეტრეველი თანამდებობას ხვალ რიგგარეშე ყრილობაზე საკუთარი სურვილით დატოვებს, მას ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ხუთი წლის მანძილზე ეკავა, როგორც ცნობილია ალექსანდრე მეტრეველს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ჩაანაცვლებს.
დიდი ალბათობით საფრანგეთისა ნაკრებისა ს.კ მონაკოს 18 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. გოალ, კომი ესპანურ მარკაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლის შესახებ, გამოცემის ცნობით სამეფო კლუბი მონეგასკებს მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს გადაუხდის, ამ თანხიდან 160 მილიონი ტრანსფერის ღირებულაბაა, 20 მილიონს კი მონაკო ბონუსის სახით მიიღებს. თუ მარკას დავუჯერებთ ფრანგი რეალთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ინფორმაცია დღეს მონაკოს წარმომადგენლებმა სკაი სპორტსთან საუბარში უარყვეს, და აღნიშნეს რომ ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები შეთანხმებული არ არის.
დღეს ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიუნხენის ბაირენმა ლონდონის ჩელსი დაამარცხა, ანგარიში მე- 6 წუთზე რაფინიამ გახსნა, მალევე დუბლის გაფორმება ტომას მიულერმა შეძლო, ლონდონელთაგან კი თავი მარკუს ალონსომ და ბატჩუაიმ გამოიჩინეს. საერთაშორისო თასზე მომდევნო მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება, ამერიკაში ტოტენჰემი და რომა გაარკვევენ ურთიერთობას, ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება, პარისენჟერმენი იუვენტუსს, მანჩესტერ სიტი - მადრიდის რეალს. მიუნხენის ბაირენი კი აზიაში შემდეგ მატჩს მილანის ინტერის წინააღმდეგ 27 ივლისს გამართავს.