,,ზაფხულის დღესასწაული”-ასე ერქვა კონცერტს, რომელიც 7 თვიანი პაუზის შემდეგ ქეთი მელუამ ქართველი მელომანებისთვის ისევ გამართა, თუმცა ამჯერად ,,ბლექსი არენაზე”.
საათნახევრის განმავლობაში მომღერალმა 21 სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო ქართულიც. იგი საქართველოში თავის ბენდთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა სიმღერები ქეთი მელუამ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთადაც შეასრულა. ზაფხულის დღესასწაულს სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია.