ამ წუთებში „ბლექ სი არენაზე“ ქეთი მელუა ბენდთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად რეპეტიციას მართავს. მომღერალი ამბობს, რომ მსმენელთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ბოლო ალბომიდან, ასევე რამდენიმე ქართული სიმღერაც.
“ზაფხულის დღესასწაული” ასე ქვია შოუს, რომელსაც “ბლექ სი არენა” ხვალ 19 საათზე უმასპინძლებს.ქეთი მელუა ბათუმში გუშინ ჩამოფრინდა. მას სულ 7 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის 6 ალბომზე, ერთი და იმავე პროდიუსერთან მუშაობდა.