ავარიის შედეგად გარდაცვლილი გადმოასვენეს

19 ივლისი 2017, 00:00 2640 ნახვა

გვიან ღამით საქართველოში გადმოასვენეს მამაკაცი, რომელიც თურქეთში ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და გუშინ გირესუნის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში ორი დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სარფის საბაჟოზე რეანიმობილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ამ დრომდე თურქეთის საავადმყოფოებში რჩება ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 4 მგზავრი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო  სტუდია “ლამპრების”  წევრები თბილისიდან ბულგარეთში ფესტივალზე  მიემგზავრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში