ბათუმის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ ლაშა კომახიძე იქნება 

19 ივლისი 2017, 00:00 10773 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს,  ლაშა კომახიძეს დაასახელებს. კომახიძე გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ერმაკოვს ჩაანაცვლებს.  

სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ  ინფორმაციას  არც უარყოფს და არც ადასტურებს.  “ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით” - განუცხადა აჭარის  საზოგადოებრივ  მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.

გიორგი  ერმაკოვი მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არჩევნებში გამარჯვება 4 წლის წინ მეორე ტურში მოიპოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი