სემეკის გადაწყვეტილებით, ''სოკარ ჯორჯია გაზის'' აბონენტებისთვის ტარიფი 1,94 თეთრით გაიზარდა. მოქმედი ტარიფი 55 თეთრი იყო, ცვლილების შემდეგ კი აბონენტებს ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 56,94 თეთრის გახდება მოუწევთ.
ცვლილება შეეხება იმ აბონენტებსაც, რომლებიც ქსელს 2007 წლამდე შეუერთდნენ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და გაუქმდება 2008 წელს ენერგეტიკის მინისტრის დადგენილება განსხვავებულ ტარიფთან დაკავშირებით, ამდენად ყველა მომხმარებლისთვის ერთიანი ტარიფი დაწესდება.
აჭარაში 2007 წლამდე ქსელს 5 ათასამდე აბონენტი მიუერთდა, ისინი ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 50 თეთრს იხდიდნენ, ამდენად მათ გაზის ტარიფი 6 თეთრამდე გაუძვირდებათ.