სოფლის განვითარების სტრატეგიებზე ქედის მუნიციპალიტეტში, გამგეობის თანამშრომლებსა და თემის წარმომადგენლებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ. მისი მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მიგრაციის შეჩერება. პროგრამისათვის 2017-დან 2020 წლამდე 130 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი. პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტელექტი."