ერთ თვეში უნდა დაიწყოს და მომავალი წლის სექტემბერში დასრულდეს ბათუმის ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ტენდერი კი ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. მშენებლობისთვის 2017-2018 წლების ბიუჯეტიდან ჯამში 72 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, ეს თანხა მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაახლოებით მეხუთედია.
ახალი კომპლექსის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აჭარის მთავრობამ “ორბი ჯგუფს” ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სასპორტო სკოლის ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა “ბასკოს” შენობაც დაენგრიათ, მოგვიანებით აჭარის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი არ იგეგმება.