ქედაში პირველი მაისი-სამნიძეების მიმართულებით, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. სამუშაოები დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 498 ათას 852 ლარი დაიხარჯება. ქედაში წელს გზების კეთილმოწყობისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საავტომობილო და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაეცნენ.