ბათუმში ახალი სპორტსკოლის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
პროექტი უკვე მზადაა, შესაბამისად როგორც რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მომდევნო ეტაპი სწორედ მშენებელი კომპანიის შერჩევა იქნება. ახალი სპორტსკოლის პროექტირების პროცესში როგორც უწყებაში გვეუბნებიან, ყველა სპორტული ფედერაციის წარმომადგენელი ჩართული იყო.