ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე შტორმების სეზონი დაიწყო. ამერიკის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წელს შესაძლოა ქარიშხლებისა და შტორმების აქტივობა ნორმალურზე მაღალი იყოს. მეცნიერები იქ სულ მცირე 4 დიდ ქარიშხალს ელოდებიან. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე მოგვიყვება, რა უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ მერილენდის შტატის უნივერსიტეტში ქარების სიძლიერის უკეთ პროგნოზირებისთვის.