იქნება თუ არა დაშვებული ნადირობა აჭარაში?

07 ივლისი 2017, 00:00 7678 ნახვა

ექნებათ თუ არა მონადირეებს ნადირობის უფლება ჭოროხის დელტაში? გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მდინარის ზღვასთან შესართავი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, შესაბამისად აქ ნადირობა აკრძალული უნდა იყოს, თუმცა გასული წლის ჩათვლით, ბათუმელი მონადირეები ამ ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლო გაიხსნება. ნადირობის რეგულირების შესახებ კანონის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია, თუმცა ამაზე დეპუტატებს ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში