ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე პატიმრებს ხვდება

06 ივლისი 2017, 00:00 3355 ნახვა

12 საათის შემდეგ ნომერ მესამე პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მდგომარეობას ცოტნე ანანიძე ეცნობა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს საპატიმროში შესვლის უფლება დღეს  პირველად მიეცა.

იგი მსჯავრდებულების პრობლემებს  ეცნობა, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით.  ჯერ-ჯერობით უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდეს მას პატიმრებმა, რომელთა ინიციატივითაც ეს შეხვედრა მიმდინარეობს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში