მაშველების დაჯილდოვების ინიციატივა

06 ივლისი 2017, 00:00 5104 ნახვა

მაშველებს დღეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის რაც გუშინ შავი ზღვის აკვატორიაზე მაშველებმა გააკეთეს, არის უაღრესად საპატიო საქმე.

მთავრობის მეთაური მათი დაჯილდოვების ინიციატივით გამოდის, რისთვისაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში მაშველებმა ხუთბალიანი შტორმის დროს ათამდე ადამიანი გადაარჩინეს.

სამაშველო ოპერაცია განხორციელდა ასევე გუშინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში.  

ამავე კატეგორიაში