ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტი

29 ივნისი 2017, 00:00 3034 ნახვა

აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი იმყოფება. იქლილ ჰაკიმთან ოფიციალური შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამართა. ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ბათუმის პორტს ეწვია. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი  ტვირთბრუნვისა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდა. საუბარი ბათუმის პორტთან სამომავლო თანამშრომლობასაც შეეხო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი