ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. პროცესი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. უმაღლეს სასწავლებელში თვითმართველობის თავმჯდომარეს 2006 წლიდან, ორი წლის ვადით ირჩევენ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში 7 ათას 300 სტუდენტია. პირველ ეტაპზე თვითმართველობის 95 წევრს აირჩევენ. ისინი კი თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებენ. ამ დრომდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობას ბექა მაკარაძე ხელმძღვანელობს.