საკითხი, რომელზეც საუბარი 10 წლის წინ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდნეტობისას ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი პერიოდულად აშენებაზე საუბრობდნენ, პროცესი ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება - ეს ბათუმის საფეხბურთო სტადიონია.
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, მშენებლობა არაერთხელ დააანონსეს, მოაწყვეს პრეზენტაცია და საძირკველში კაფსულაც კი ჩააგდეს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ სტადიონის მშენებლობა არც კი დაწყებულა. ამის შემდეგ იყო ჩავარდნილი ტენდერები, შეცვლილი პროექტები, მათ შორის მაყურებელზე გათვლილი ადგილების შეცვლილი რაოდენობა და შეცვლილი ტერიტორია.
ბოლო ამბავია ის, რომ აჭარის მოქმედი მთავრობა ჯერ ექსპერტიზის დასკვანას, ახლა კი დამატებითი კვლევების დასრულებას ელოდება, იმისთვის რომ ტენდერი გამოაცხადოს. ბოლოს და ბოლოს როდის აშენდება სტადიონი ბათუმში?