ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამითდემეტრე თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ახალგაზრდა ქალი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას გულმკერდისა და ქალა-ტვინის არეში მცირეოდენი დაჟეჟილობა აღენიშნება.