ტრენინგი საფესტივალო სფეროს წარმომადგნლებისთვის. ვორქშოპს ბრიტანელი ექპერტი უძღვება, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულებს ფესტივალების სწორად დაგეგმვის, შემოქმედებითი და სტრატეგიული პროცესებისა და აუდიტორიის მოზიდვის საკითხებზე გამოცდილებას უზიარებს.
სემინარების მეორე ეტაპი ივლისში ჩატარდება. სწავლება ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტს კი აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს.