"ვგმობთ შერჩევით სამართალს", "დააპატიმრეთ ყოფილი საპატრულოს უფროსი ბუხრაძე" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მიმდინარეობდა აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებულთა ახლობლები აქციას მართავდნენ.
ისინი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, ისინი სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებენ, მათ დრესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან პლაზას შენობამდე აქცია-მსვლეობა გამართეს.
დღეს ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაგეგმილია მოწმის სახით გამომძიებლების დაკითხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.