სოფელ ბობოყვათში ნაპოვნი შველი კვირიკეს ტყეში გაუშვეს

20 ივნისი 2017, 00:00 4528 ნახვა

სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა ჰამლეტ მიქელაძეძემ შველი იპოვა. როგორც გვიყვება შველი სოფლის გზაზე დაინახა როცა ძაღლები მისდევდნენ, ამიტომ დაიჭირა და სახლში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება  ცხელ ხაზზე 12 საათსა და 40 წუთზე შევიდა, სამსახურის წარმომადგენლებმა  ფაქტის დასაფიქსირებლად სპეციალური აქტი შეადგინეს და თვითმხილველებთან ერთად  შველი კვირიკის ტყეში  გაუშვეს. ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი