სემინარი ტრენერებისთვის. ამ წუთებში მათემატიკისა და ინგლისური ენის 48 ტრენერს გადამზადების კურსი უტარდება. ისინი 7 ათასზე მეტ მასწავლებელს გადაამზადებენ.
კურსი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სტრატეგიებსა და მიდგომების დაუფლებას ითვალისწინებს, რომელიც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. სემინარები ქიმიის, ფიზიკის, ბილოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს უტარდებათ.