შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ქობულეთში 14-ს, ხულოში კი 15 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელს გადასცემენ. ისინი მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალდნენ. სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა მომდვენო კვირაშიც გაიმართება.