საჩვენებელი სწავლება “კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი წვრთნები ვაზიანში გაიმართა. სცენარი ვერტმფრენიდან დესანტირებას, ავიაციით და საცეცხლე მხარდაჭერით ობიექტის განადგურებას, მძევლის გათავისუფლებას, ასევე დაშავებულის ევაკუაციას და შენობის განადგურებას მოიცავდა. სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ საქარველოში პირველად მიმდინარეობს.