ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, ორი დღის წინ დაკარგული 84 წლის გურამ უბილავა, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიდან 2 კილომეტრზე იპოვა. სამართალდამცავებისა განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ გურამ უბილავა ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლიდან ორი დღის წინ, დილის საათებში გავიდა და აღარ დაბრუნებულა.