საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ''გოლდენ სტეიტმა'', ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.