ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება

11 ივნისი 2017, 00:00 3230 ნახვა

ხვალისთვის, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არასტაბილური და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებადაა.

ძლიერი წვიმის დროს - დედაქალაქში 37 მმ ნალექი მოვიდა (თუმცა ცალკეულ ადგილებში განსხვავდებოდა და არასტაბილურად იყო გადანაწილებული), ზუგდიდში 38, ქობულეთში 37, ბათუმში 31 მმ ნალექი მოვიდა.

გეტყვით იმასაც, რომ 24 საათში გადანაწილებული ნალექების ეს რაოდენობა საშიში არ არის, მაგრამ რამოდენიმე წუთში ან 1 საათში მოსული ნალექების მსგავსი რაოდენობა შესაძლოა გახდეს ცალკეული ტერიტორიისთვის საშიში

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში