სეზონის გახსნა - რას სთავაზობენ ბათუმელებსა და ტურისტებს სანაპირო ზოლში

09 ივნისი 2017, 00:00 4737 ნახვა

ფოტო: ედუ კოჩალიძე

„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად დღეს გაიხსნა, სეზონის გახსნას ცხელი და საზღვაო ამინდი დაემთხვა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 4 საათიდან,  "ალი და ნინოს" ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე, გასართობი მუსიკალური შოუ გაიმართება. სტუმრების განწყობაზე, ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული მთელი დღის განმავლობაში  იზრუნებენ.

სხვადასხვა ასაკის სტუმრისთვის დაგეგმილია - ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანები შოუ, დღის ფოიერვერკი, ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები დაბერვა.

საღამოს 6-დან 7-საათამდე კი, წყალზე გასართობი საშუალებებით - სკუტერებით, პარაშუტითა და იახტებით, უფასოდ გასეირნება იქნება შესაძლებელი. ასევე, რამდენიმე ადგილზე უფასო იქნება შეზლონგები და ქოლგები. საღამოს, პლაჟზე კოცონი დაინთება, სეზონის გახსნის ღონისძიებები კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი