ხვალ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დახურულ სასამართლო პროცესს სახალხო დამცველი დაესწრება. უჩა ნანუაშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და კანონმდებლობიდან ის მუხლები შეახსენა, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებდა.
ბოლო სხდომაზე, ომბუდსმენს დასწრების უფლება არ მისცეს. პარალელურად, დეტალებზე სასაუბროდ დღეს ადვოკატები დეკანოზთან იმყოფებოდნენ. ისინი ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, სარჩელს ამზადებენ.
ბრალდებულის ოჯახის წევრები კი, კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას და შეხვედრაზე ადვოკატების დასწრებას ითხოვენ.