“მამუკა ახვლედიანი აგრძელებს სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას გარდაცვლილ ზაზა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობს მისი ტრაგიკული ბედი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს” - განცხადებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ავრცელებს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია დამატებითი განმარტება.
დავით მამისეიშვილის განცხადების თანახმად, მამუკა ახვლედიანმა მას დაურეკა და სთხოვა, ზაზა ართმელაძის მიმართ გამოეყენებინა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. მამისეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამუკა ახვლედიანი ინტერესდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმით. მას მაგალითად, ბათუმში მოქმედი ორი ბიზნესსუბიექტის დავაში ჩარევა მოჰყავს.