ჩაქვის პარკში კლიპტომერიის ხეა მოჭრილი. გადაბელილია ევკალიპტის ერთი ხეც. ადგილობრივებმა არ იციან ხე როდის მოიჭრა, თუმცა ადასტურებენ, რომ დაახლობით 10 დღის წინ ევკალიპტი გადაბელეს, რადგან მათი ინფორმაციით, ელექტოგადამცემ ხაზებს ხელს უშლიდა.
სამუშაოებს კი შპს ''ზიმო'' ახორციელებს. ქობულეთის გამგეობაში სატელევიზიო კომენტარს დაგვპირდნენ თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს. აქ სიტყვიერად განმარტავენ, რომ ნებართვა გაცემული იყო.