უკვე სამი წელია აჭარის მთავრობა “არასტანდარტული საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამას” ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ დეველოპერებს მთავრობა ფინანსურ ორგანიზაციასთან თავდებად უდგება.
ვისაც “ბარაკების ლიკვიდაციის” პროექტში ჩართვის სურვილი ექნება, მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უნდა აითვისოს და დაახლოებით 3 მილიონი ლარი დახარჯოს.
პროგრამა მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ უბნებზე ვრცელდება. ეკონომისტების შეფასებით კი აუცილებელია პერიფერიების ათვისება. გარდა ამისა, პროგრამით სარგებლობისას ინვესტორს კ2 კოეფიციენტსაც უზრდიან. რასაც ექსპერტები ასევე, უარყოფითად აფასებენ.