შრომისმოყვარეობას რომ ყოველთვის მოჰყვება შედეგი, ამას ჩვენი სიუჟეტის გმირიც ამტკიცებს. საქმე, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო, დღეს ძალიან წარმატებულია.
მეწარმე ქალი, რომელიც მეფუტკრეობას ეწევა და ახლა უკვე კოოპერატივების ასოციაციის რეგიონული კორდინატორიცაა, თაფლის ღვინის წარმოებას იწყებს. ამის პრაქტიკა მანანა ბოლქვაძემ კოლორადოში მიიღო.