საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მომავალ კვირაში იმსჯელებენ. ინიციატივა "ქართული ოცნების” დეპუტატებს ეკუთვნით.
ცვლილებებით იკრძალება საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე შეზღუდვები არ აქვთ. თუმცა, კონსტიტუციაში ჩანაწერი ჩნდება, რომლითაც "მიწა არის უნიკალური რესურსი", რომლის გასხვისების წესების განსაზღვრაც კანონმდებლობაში იგეგმება. ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს.