ვიზიტი ოკუპირებული ახალგორის საზღვართან

28 მაისი 2017, 00:00 2415 ნახვა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრებს ადგილზე არსებულ ვითარებას აცნობენ და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ყურადღება გამახვილდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლებაზე, მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. ოძისში გუშინ ალიანსის ასამბლეის და  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. როგორც ცნობილია, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში საპარლამენტო ასამბლეა იშვიათად ჩადის და ეს პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი