ცნობილი იტალიელი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა და ამერიკის ყველაზე მოთხოვნადი კონსულტანტი მარშალ გოლდსმიტი ბათუმში იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მიზეზი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმია.
მსგავსი მასშტაბის, ფასიანი ფორუმი რეგიონში პირველად ტარდება. ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ ვითარებაში – ამ მიმართულებით მსოფლიო კლასის 6 სპიკერი ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მედიის წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებს.