ბორდოში “ღვინის ქალაქი” გაიხსნა

31 მაისი 2016, 00:00 4464 ნახვა

ბორდოში „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი, მომავალ წელს, საქართველო იქნება. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება. საზეიმო ცერემონიას ბორდოში რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა გახსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მუზეუმში, პერიოდულად, გამოფენები,  დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში